კორუფციული სკანდალი მერიაში - ვინ არიან დაკავებულები?
კორუფციული სკანდალი მერიაში - "პირველებმა" სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრომლების ვინაობა გაარკვია, რომლებიც ცოტა ხსნი წინ სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. დაკავებულია N2 ავტობაზის ხელმძღვანელი გიორგი მეშველიანი და სამი რიგითი თანამშრომელი: დავით შარაშენიძე, ბექა ზარდიაშვილი და გაიოზ სანთელაძე.
მომხდარის დეტალების გასარკვევად "პირველები" N 2 ავტობაზაზე მივიდა, თუმცა დაცვამ გადამღები ჯგუფი შენობაში არ შეუშვა. დაცვის სამსახურის თანამშრომლის განმარტებით, აღნიშნული ბრაძანება ხელმძღვანელობამ გასცა.
4-ვე დაკავებული ამ დროისათვის სუსში იმყოფება. პარალელურად, მიმდინარეობს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების გამოკითხვა.
ცოტა ხნის წინ სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერიის 4 თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გამოძიება მათ ქრთამის აღების და თაღლითობიოს მცდელობას ედავება.