მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი - "ლელო" უკრაინაში გაფრინდა
ომის ზღვარზე მყოფ უკრაინაში ქართველი პოლიტიკოსები მიდიან. პირველი დელეგაცია კიევში თბილისიდან რამდენიმე წუთში გაფრინდება.
"ლელოს" ლიდერები რუსეთისგან შევიწროებულ ქვეყანაში სოლიდარობის გამოსაცხადებლად მიემგზავრებიან. შეხვედრები დაგეგმილია როგორც უკრაინის რადაში, ისე სამოქალაქო სექტორთან.
მთვარი გზავნილი რითაც ჩვენ მივდივართ, არის რომ დღეს ქართველი ხალხი დგას მკაფიოდ უკრაინელი ხალხის გვერდზე, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ უკრაინის გამარჯვება პირდაპირ არის კავშირში საქართველოს გამარჯვებასთან, უკრაინის თავისუფლება არის პირდაპირ გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან, თვაისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციასთან. სამარცხვინო განცხადება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ მიიღო, ეს არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს და ნებას. აი, ამის სათქმელად მივდივართ ჩვენ, - თქვა პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
"ლელოს" შემდეგ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლას პარტია "დროაც" გეგმავს.