ზვიად კუპრავა ბაკურაინში, ღარიბაშვილის მეზობლად მიწას ითხოვს

02.02.22 15:30
ზვიად კუპრავა ბაკურაინში, ღარიბაშვილის მეზობლად მიწას ითხოვს

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირაკლი ღარიბაშვილის მეზობლობას ითხოვს -  ზვიად კუპრავას მიწა ბაკურიანში 49  წლის ვადით და ნახევარი ჰექტარი უნდა, ზუსტად იმ პირობებით, როგორც ეს პრემიერ  ღარიბაშვილის შემთხვევაში მოხდა.

ზვიად კუპრავამ ლევან დავითაშვილს უკვე მიმართა და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრს  წერილობითი მიმართვა ჩააბარა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აბსოლუტურად უკანონოდ გადაიფორმა ნახევარი ჰექტარი ტყე. სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოვიდა და პრემიერის "გასაპრავებლად"  თქვა, რომ აქ არაფერი კანონდარღვევა არ არის და თურმე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს და მიიღოს ტყის ის რაოდენობა, რაც გადაეცა პრემიერის ცოლს. მეც მოვიტანე განცხადება და  ირაკლი ღარინაშვილის მეზობლად ვითხოვ იმ რაოდენობის მიწას, რაც გადაეცა ღარიბაშვილის ცოლს. 

თუ ეს კორუფციის ნაწილი არ იყო და ტყის გადაცემის საფუძველი ღარიბაშვილის პრემიერობა არ ყოფილა, ველოდები უსწრაფესად გადმომცენ მიწის ნაკვეთი"- აცხადებს კუპრავა. 

ოპოზიციამ ეს აქცია შაბათის ეთერში გასული ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების გამო ჩაატარა. რომლის მიხედვითაც დადგინდა, თუ როგორ გადაუფორმა პრემიერმა ცოლს ბაკურიანის ტყის ნაწილი და როგორ აქცია 6 000 კვ მეტრი მიწა პირად საკუთრებად.