ე.წ. რუსთავი 2-ის გაკოტრების საქმეზე - დღეს არხის ყოფილი ფინანსური დირექტორი გამოკითხეს
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში - "რუსთავი ორის" საქმეზე დღეს არხის ყოფილი ფინანსური დირექტორი, გიგა სულაძე გამოჰკითხეს.
პროცესს ნიკა გვარამიაც ესწრებოდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურის მოწმეები ბრალდებულების სასარგებლო ჩვენებას აძლევენ, რაც ადასტურებს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია და დანაშაული არ იკვეთება.
დაკითხული მოწმის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ის ფაქტი რომ "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სარეკლამო შემოსავალი მიეღოთ გაყიდვების სახლის მხრიდან. კომპანიის დირექტორ ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას ბრალი აქვს წარდგენილი მაგ პერიოდში რუსთავი 2 სარეკლამო შემოსავლების თვალსაზრისით ბევრად წინ იყო ვიდრე მისი კონკურენტი ტელევიზია იმედი.
დღევანდელი პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე"- თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.