"თურმე ორი წელი მიღებდნენ, რას ვსაქმიანობდი სახლში" - სოსო ჯაჭვლიანი "ოცნებას" ფარულ თვალთვალში ამხელს

09.02.22 10:52
"თურმე ორი წელი მიღებდნენ, რას ვსაქმიანობდი სახლში" - სოსო ჯაჭვლიანი "ოცნებას" ფარულ თვალთვალში ამხელს

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ხელისუფლებას უკანონო თვალთვალსა დამიყურადებაში ამხელს. სკანდალური განცხადება ჯაჭვლიანმა ინგრა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა. 

"ოცნების" ყოფილმა  დეპუტატმა თქვა,  რომ მას საკუთარი თანაგუნდელები ფარულად  საძინებელ ოთახში უსმენდნენ და უღებდნენ. მისი განმარტებით, 2015 წელს საკუთარ სახლში სათვალთვალო კამერები რამდენჯერმე აღმოაჩინა, ფაქტის თვითმხილველი კი "ქართული ოცნების"   კიდევ ერთი დეპუტატი, ლუკა კურტანიძეც გახდა. 

2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში. ხოდა, ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, ორი საძინებელი მაქვს, სამოთახიანი ბინაა, არ გინდა რომ დაიქირავო და მეუღლესთან ერთად როცა გინდა იყავი ჩემთან და ერთად ვიყოთ. დილით დგება ლუკა და მეძახის, მოდი, აქო. რა იყო, მეთქი? და მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც დამონტაჟებულია მის საძინებელში. მეორე საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა. ორი წელი თურმე იღებდნენ სოსო ჯაჭვლიანი რას საქმიანობს სახლში. ირაკლის ვუთხარი სესიაშვილს, - თქვა ჯაჭვლიანმა.