"არასერიოზული საუბარია" - "ოცნება" ჯაჭვლიანის სკანდალურ განცხადებაზე

09.02.22 11:20
"არასერიოზული საუბარია" - "ოცნება" ჯაჭვლიანის სკანდალურ განცხადებაზე

სოსო ჯაჭვლიანის სკანდალურ განცხადებას "ქართული ოცნება" არასერიოზულს უწოდებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე ჯაჭვლიანს ურჩევს, მტკიცებულებების არსებობის შემტხვევაში საგამოძიებო უწყებებს მიმართოს. 

არასერიოზულია 2015 წლის რაღაც ფაქტებზე საუბარი, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ აქვს 2022 წელს. კითხვა ისმის, რატომ არ განაცხადა მან 2015 წელს თუ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი. არ გვინდა რაღაცა განცხადებებზე აქცენტირება და სპეკულირება ამ განცხადებებით, როდესაც არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის განცხადებები, თუ მას აქვს კონკრეტული ფაქტები, რომლითაც შეუძლია, რომ ეს დაამტკიცოს, მიმართოს სამართლამდაცავ უწყებებს და ეს ფაქტი შესწავლილი იქნება, - თქვა გივი მიქანაძემ. 

"ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ ხელისუფლება მას საკუთარ საძინებელში ორი წლის განმავლობაში  უთვალთვალებდა.