მოსამართლის მოულოდნელი წასვლა უცხოეთში კითხვებს იწვევს - ანა დოლიძე

06.04.21 14:05
მოსამართლის მოულოდნელი წასვლა უცხოეთში კითხვებს იწვევს - ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ უვადოდ დანიშნული მოსამართლის აშშ-ში მოულოდნელი გამგზავრება კითხვის ნიშნებს აჩენს. 

როდესაც ამხელა რანგის მოსამართლე, რომელსაც აქვს მრავალათასიანი ხელფასი, რომელიც არის დანიშნული უვადოდ, როდესაც მიდის ასეთ პირობებში მოულოდნელად უცხოეთში, ყველა შემთხვევაში ეს წარმოშობს კითხვებს, გამოსაკვლევია ქალბატონი მაიას განცხადება, რამდენად მისი ახსნა-განმარტება არის მართალი," - ამბობს ანა დოლიძე. 

შეგახსენებთ, რომ უვადო მოსამართლე მაია სვიანაძემ,შვებულება აიღო და აშშ-ში წავიდა, იქ დარჩა და  უკვე ახალი სამსახურიც იშოვა. ინფორმაცია, რომ მოქმედი მოსამართლე შვილთან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და დარჩა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, გუშინ გაავრცელა. 

 

მსგავსი სიახლეები