"ოცნებას" რეფორმების გატარება მაინც მოუწევს - პარტია "ლელო" ბრიუსელში ვიზიტს აჯამებს
პარტია "ლელოს ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. პარტიის ლიდერებმა ბელგიაში 20-ზე მეტი შეხვედრა გამართეს ევროპარლამენტარებთან და ევროკომისიის წევრებთან. "ლელოს" ლიდერების თქმით, დასავლეთი საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო მკაცრი და მომთხოვნი იქნება და დააკვირდება როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაციასაც ელოდებიან. ვიზიტი სავარაუდოდ გაზაფხულზე შედგება.
ამ ფინანსური დახმარების ათვისებას მოყვება პირობები, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველოს ხელისუფლებამ. ამიტომ ჩვენ სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ ბრიუსელში, როგორ გავზარდოთ წნეხი ქვეყნის შიგნით ხელისუფლებაზე. უახლოეს მომავალშიო რამდენიმე მნიშვნელოვანი დელეგაცია ჩამოვა ევროპარლამენტიდან საქართველოში, მათ შორის, დელეგაცია უშიშროების და თავდაცვის ქვეკომიტეტის, რომელიც მოინახულებს ასევე ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.