"ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის" - ბურჯანაძემ ზურაბიშვილთან შეხვედრა დატოვა
"ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის" - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დატოვა.
როგორც ბურჯანაძის კომენტარიდან ირკვევა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ორბელიანის სასახლეში შეკრებილებს ისტორიის გაკვეთილი ჩაუტარა.
მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ რაკურსი გადავიდა უფრო წარსულის შეფასებაზე.
ველოდი, რომ იქნებოდა პოლიტიკური ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, სადამდე მივიდა ქალბატონი სალომე ამ კონსულტაციების დროს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღევანდელი პრობლემების მოგვარების ირგვლივ საუბარი. მე არ ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას"- თქვა ბურჯანაძემ.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ვერც პარტია "დროას" წარმომადგენელმა, ნინო დოლიძე მოიწონა.
ეს ისეთი პროცესია სადაც ქალები, კაცები, პრეზიდენტი და ხელისუფლება კი არა, თითოეული მოქლაქე განგაშის ზარს უნდა სცემდეს, რადგანაც შესაძლებლობის ფანჯარა რაც გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და გარეთ არ დავრჩეთ. ანუ პრეზიდენტმა ისაუბრა ქალების როლზე ამ პროცესებში და იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რეფლექსია ჩვენს უახლეს წარსულზე, რათა გავიაზროთ საიდან მოდის ეს პოლარიზაცია. თუმცა, მგონია, რომ ასეთი კვლევის და ნელი ფორმატის დრო სამწუხაროდ, არ გვაქვს" - თქვა დოლიძემ.