უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაზარალებულად ცნო

11.02.22 10:50
უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაზარალებულად ცნო

მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულია.  უკრაინის პრკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებების დარღვევა დაადგინა. ყველა პირს, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება და არადამიანური მოპყრობა ჩაიდინა, ძალის გადამეტებაზე პასუხისგება მოუწევს.

იმ სამართალდამცველებს, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ, ბრალი უკვე წარედგინებათ. შესაძლოა,  მათზე ძებნაც კი გამოცხადდეს, მათ შორის, ინტერპოლითაც. არაა გამორიცხული განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს ციხეების ერთ ერთი შეფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დამამცირებელ მოპყრობაში დაადანაშაულა.

გიორგი გიორგაძე ის ადამიანია, ვინც 8 ნოემბერს რუსთავის ციხდან სააკაშვილის გატაცების ოპერაციაში მონაწილებდა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, უკრაინამ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაბედა. ბექა ბასილაიას ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან სრული საგამოძიებო მასალების მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება მას აღნიშნული მასალების გადასცეს.

იქ, სადაც არ არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, იქ, სადაც პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები თავისუფალი არიან პოლიტიკური ზეწოლისგან, მიიღეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ. ის ადამიანები, მათ შორის, ის ხელმძღვანელი პირები, ვინც ფიგურირებენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში, რაც მოიცავს არაადამიანურ მოპყრობას, შესაძლოა, დაექვემდებარონ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით. უკრაინა სა საქართელო არიან მონაწილე საერთაშორისო სამართლებრივი კონვენციების, რომელიც ითალისწინებს სისხლის სამართლებრივ საქმეებზე ურთიერთდახმარებას. შესაბამისად, პირდაპირი ვალდებულებაა უკრაინული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდონ სრული საგამოძიებო მასალები, - ამბობს ბექა ბასილაია. 

ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რის გამოც უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო, ცენტრ "ემპათიას" მიერ მომზადებული დასკვნა გახდა. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკრაინას უნდა მიაწოდოს სრული მასალები, თუ როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის N 18 დაწესებულებაში გადაყვანა.