ეროვნული შეთანხმება - ოპოზიციამ პრეზიდენტს ფორმატი დაუწუნა
ოპოზიციამ პრეზიდენტს ეროვნული შეთანხმების ფორმატი დაუწუნა. ორბელიანის სასახლეშ ქალ პოლიტიკოსებთან უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიცონერმა პოლიტიკოსებმა პოლიტიკური კრიზისი განმხუტვის გზები ვერ დაინახეს. მათ თქმით, პრეზიდენტისგან კონკრეტულ გეგმას ელოდნენ, თუმცა ამის ნაცვლად ზურაბიშვილმა წარსულის ანალიზი შესთავაზა.
"ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საკუთარ არგუმენტირებულ პოზიციებს ბოლომდე მაინც დაიცავს.
თუ რამე პროცესი დაიძვრება, ამ პროცესმა უდნა დადოს კონკრეტული შედეგები. შეიძლება ეს არ იყოს ძალიან სწრაფი შედეგები, მაგრამ ეს შედეგები უნდა ახდენდეს გავლენას დღევანდელ და ხვალინდლე დღეზე. წარსულიდან გაკვეთლების გამოტანა, ცხადია, მნიშვნელოვანი და საჭიროა, მაგრამ ეს პროცესი არ უდნა ჩაიკეტოს მხოლოდ წარსულზე რეფლექსიით. ვერ გეტყვით, შედეგი იქნება თუ არა მიღწეული, მაგრამ ჩემი სტრატეგია როგორც სხვა ფორმატებშ, ასევე ამ ფორმატში, არის ის, რომ არგუმენტირებული პოზიცია ბოლომდე დავაფიქსირო და დავიცვა და ვიპოვო თანამოაზრეები ამ პროცესში. თუ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს ჩვენს მოსაზრებებს, გასაგები გახდება, რომ ძალიან განსხვავებული ხედვები გვაქვს, - ამბობს ნაცვლიშვილი.
ეროვნულ შეთანხმებასთან დაკავშრებით მმართელ პარტიაშ პესიმისტრუი განწყობა აქვთ. "ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ეს პროცესი შედეგს ვერ გამოიღებს.
ეს არის წარმოუდგენლად რთული რამ, იმიტომ, რომ როდესაც საუბრობ ძალაზე, რომელიც არის დესტრუქციაზე მომართული და მეტიც, მთელი იმ პერიოდზე, რომელიც უკავშრდება ქვეყანაში ადამიანების წამებას, ადამიანების სიკვდილს და ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას, რომ აღარაფერი ვთქვათ, ადამიანების ქონებასთან დაკავშრებით, ბუნებრივია, როდესაც ასეთ მძმე დანაშაულებზე ეს პირები ბოდიშსაც კი არ იხდიან და მთელი ამ ხნის განმავლობაშ ამას წარმატებულ მმართელობად ასაღებენ, ჩემთვის მართლაც წარმოუდგენლად რთულია ის მიზანი, რომელიც პრეზიდენტს აქვს დასახული, -თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
თუ როდის გაიმართება ორბელიანების სასახლეშ მომდევნო შეხვედრა ჯერჯერობით უცნობია.