ცოლისთვის ნაჩუქარი ტყე - სუს-მა ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა

11.02.22 11:14
ცოლისთვის ნაჩუქარი ტყე - სუს-მა ღარიბაშვილის წინააღმდეგ  გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ანტიკორუფციულ მოძრაობას" ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე უარი უთხრა. საქმე ეხება სახელმწიფო ქონების გასხვისება - ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს, ბაკურიანში  6 ათასი კვ,მ. ტყე აჩუქა.  

"ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" გამოძიების დაწყების მოთხოვნით სუს-ს 28 იანვარს მიმართა, ოფიციალური უარი კი უწყებისგან გუშინ მიიღო. 

მივმართეთ სუს-ის ანტოკორუფციულ სამსახურს პრემიერ-მინისტრის მიერ დაბა ბაკურიანში, საჯარო საკუთრების მიტაცებასთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება. სუს-მა მოგვწერა, რომ არ აპირებს გამოძიების დაწყებას და გამოძიების გარეშე შეაფასა,რომ აღნიშნულ ოპერაციაში დანაშაული ვერ დაინაახა, რითაც ქვეყანაში აუნთო მწვანე შუქი სისტემურ კორუფციას", - ამბობენ ორგანიზაციაში.