"გამოსაძიებელი არაფერია" - ალუდა ღუდუშაური უკრაინის მიერ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე

11.02.22 11:19
"გამოსაძიებელი არაფერია" - ალუდა ღუდუშაური უკრაინის მიერ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე

უკრაინის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაზარალებულად ცნობას, მმართელ პარტიაში ეხმიანებიან. "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამსოაძიებელი არაფერია.

მე ვფიქრობ, რომ გამოსაძიებელი არაფერი არ არის. თუ ჩვენს მეზობელ ქვეყანას უნდა, რომ მაინც და მაინც რამე გამოიძიოს, მე ვფიქრობ, რომ ასეთი საშუალება მას აქვს და ასევე, აქვს ამის გარემოებაც, როდესაც კარგად ვიხილეთ თმებით ნათრევი სააკაშვილი სახურავებზე მორბენალი. მე ვფიქრობ, რომ თუ მაინც და მაინც უნდა, რომ რამე გამოიძიონ, ეს ნამდვილად გამოსაძიებელი იქნება მათ მხრიდან, მაგრამ საქართველოში არაფერი გამოსაძიებელი არ არის, - თქვა ალუდა ღუდუშაურმა. 

მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულია.  უკრაინის პრკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებების დარღვევა დაადგინა. ყველა პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება და არადამიანური მოპყრობა ჩაიდინა, ძალის გადამეტებაზე პასუხისგება მოუწევს.

იმ სამართალდამცველებს, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ, ბრალი უკვე წარედგინებათ. შესაძლოა,  მათზე ძებნაც კი გამოცხადდეს, მათ შორის, ინტერპოლითაც. არაა გამორიცხული განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს ციხეების ერთ ერთი შეფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დამამცირებელ მოპყრობაში დაადანაშაულა.