ქობულეთის მერია პოლიციელების ალყაშია - ოპოზიცია მერთან შეხვედრას ითხოვს
ქობულეთის მერიასთან პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა. შენობა და გარე პერიმეტრი სამართლამდაცველებით არის სავსე. სავარუდოდ, ამ ფორმით მერი თავს ოპოზიციისგან და მედიისგან იცავს, რომელთაც მასთან კითხვები აქვთ. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და მერთან შეხვედრა ითხოვეს.
ოპოზიციის წევრებს მერთან კითხვები კომპანია "კრისტალ ბილდინგთან" დაკავშირებით აქვს, რომელსაც ზღვისპირა ზოლში კონკრეტული ვალდებულებების სანაცვლოდ მისცეს, თუმცა ვალდებულებები ამ დრომდე არ შესრულებულა, ადგილზე კი უკანონო მშენებლობა ხორციელდება.
პოლიციელებს შორის, შენობაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირებიც არიან, თუმცა ვინ არიან ისინი და რა დანიშნულებით იმყოფებიან ადგილზე, უცნობია.
ხმაურის და დაპირსიპირების ეპიცენტრი იყო ქობულეთის მერია რამდენიმე დღის წინაც. ოპოზიცია მერისგან აუდიტის სკანდალურ დასკვნასთან დაკაშირებით პასუხებს ითხოვდა, თუმცა მერმა ადგილზე ჩასულებს პოლიციის დანაყოფები დაახვედრა.
ოპოზიციას დღეს მერთან შეხვედრა სურდა, მანამდე ბრიფინგი გამართეს თუმცა ახლა ყველასთვის შენობის კარი დაკეტილია. რამდენიმე დღის წინ ქობულეთის მერია დიდი დაპსირისპირების და ხმაურის ეპიცენტრი იყო. ოპოზიცია მერისგან აუდიტის სკანდალურ დასკვნასტან დაკაშირებით პასუხებს ითხოვდა თუმცა მერმა ადგილზე ჩასულებს პოლიციის დანაყოფები დაახვედრა. სავარუდოდ მერი ამჯერადაც თავს ოპოზიციისგან და მედიისგან იცავს. რა ხდება ადგილზე ნატო გოგოლიაა უფრო მეტს მოგვიყვება .