"ვირჩევდი პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს" - პერსონალურ მონაცემთა სამსახურის უფროსობის კანდიდატი
პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატებს უსმენენ. ერთ-ერთ კანდიდატთან, ლელა ჯანაშვილთან გასაუბრება ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ჯანაშვილმა დეპუტატების მიერ დასმულს შეკითხვებს ამომწურავი პასუხები ვერ გასცა, ვერც ის განმარტა, რისთვის უნდა მას აღნიშნული პოსტის დაკავება. ამის მიუხედავად, კანდიდატმა პირდაპირ თქვა, რომ სახელმწიფო ისნპექტორის ორ უწყებად გაყოფა მისთვის მისასალმებელია.
ოპოზიციამ კანდიდატს მწვავე კითხვები დაუსვა, რომლებიც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ფარულ მიყურადებებს შეეხებოდა. ჯანაშვილმა კითხვებზე პასუხის გაუცემლობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით ახსნა.
ის კითხვები, თუ როგორ გავუმკლავდები მე სისტემას და მაქვს თუ არა მე სისტემასთან ბრძოლის უნარი, ეს ერთგვარი მოტივაცია გახლავთ ჩემთვის, მაგრამ მე მაინც გამოვყოფდი ალბათ დამუკიდებლობის პრინციპს და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს, - თქვა ჯანაშვილმა.
გასაუბრების შემდეგ ჯანაშვილმა კითხვებზე პასუხის გაცემა არც მედიასთან ისურვა.
პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის მსურველ პირებს უსმენენ. გასაუბრების პროცესს ოპოზიციის ნაწილი ეთიშება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" მაინც მისთვის სასურველ კანდიდატს აირჩევს და ეს ხელისუფლების ინტერესების გამტარი პირი იქნება.
პრემიერის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილებს პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსანიც. შესაძლოა, ლონდა თოლორაია გახმაურებული საქმეების პროკურორმა კოკა კაციტაძემ შეცვალოს.