ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ჯანაშვილს დაუჭირა მხარი

11.02.22 15:29
ადამიანის უფლებათა  კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე  ჯანაშვილს დაუჭირა მხარი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ლელა ჯანაშვილს დაუჭირა მხარი. ჯანაშვილმა 7 ხმა მიიღო, ალფაიძემ კი - 2. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, სადაც კენჭს ორივე კანდიდატს უყრიან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩევს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად შეიქმნა.