რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პრაგმატული უნდა იყოს - მაჭარაშვილი
რუსეთ-უკრაინის მოსალოდნელი ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" ისევ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ირჩევს. მმართელი პარტიის წევრი, გურამ მაჭარაშილი ამბობს, რომ აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ პრაგმატულად უნდა იმოქმედოს.
ეს არ არის მხოლოდ უკრაინის და რუსეთის ურთერთობა. იცით, რომ მსოფლიოს ძალიან დიდი ქვეყნები მონაწილეობენ ამ პროცესში და ბუნებრივია, რომ აქაც ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან პრინციპული, ამავდროულად პრაგმატული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს, - თქვა მაჭარაშილმა.
უკრაინა მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. ბოლო ორი დღეა რუსეთი ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციას აძლიერებს. აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის ინტერვენცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს განახორციელოს.
ბლოკირებულია შავი ზღვაც, სადაც რუსეთის 6 სადესანტო ხომალდია გაშვებული. ბლოკირებულია აზოვის ზღვაც, იქ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.
რუსეთმა გუშინ ბელორუსია-უკრაინის საზღვართან სამხედრო საველე ჰოსპიტალიც განათავსა, რაც ასევე, უკრაინაზე თავდასხმის მანიშნებელია.