უკრაინაში პანიკა არ არის, უკან არ დავიხევთ - უკრაინის მოქალაქე
უკრაინელები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ, ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის და დაძაბული ფონის მიუხედავად, მოსახლეობაში პანიკა არ არის. მეზობელი ქვეყნის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საქმიანი ვიზიტით, ხოლო მეორე ნაწილი დასასვენებლად ჩამოვიდა.
ემზადებიან რუსები, მაგრამ ჩვენ ხელებს არ ვუშვებთ და ვემზადებით აგრესიისთვის და ომისთვის, უკან არ დავიხევთ. ქალაქში განწყობა მშვიდია, პანიკა არ არსებობს. მასობრივად ემზადეა ყველა ომისთვის. აქ დასასვენებლად ჩამოვედით, მაგრამ დარჩენით არ დავრჩებით, იქ ჩენი სახლია, იქ ჩვენი მშბლები არიან და ვალდებულები ვართ დავიცვათ, - ამბობს უკრაინის მოქალაქე.
უკრაინის სხვა მოქალაქე უკრაინაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს.
სიტუაცია უკრაინაში საკმაოდ მძიმეა. ჩემი აზრით რთული. ხალხს ეშინია იმიტომ, რომ საფრთხე არსებობს, ამიტომაც მოსახლეობა განიცდის ამ კრიზისულ ვითარებას. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ახლო მომავალში შეიძლება მოხდეს ომი, ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ პატარა ნაწილი შეიძლება აიღოს რუსეთმა, როგორც დონბასი და ლუგანსკი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ხალხს ეშინია. მე აქ ჩამოვედი ჯერჯერობით დასასვენებლად და შემდეგ ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, - ამბობს უკრაინის მოქალაქე.
უკრაინა მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. ბოლო ორი დღეა რუსეთი ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციას აძლიერებს. აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის ინტერვენცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს განახორციელოს.
ბლოკირებულია შავი ზღვაც, სადაც რუსეთის 6 სადესანტო ხომალდია გაშვებული. ბლოკირებულია აზოვის ზღვაც, იქ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.
რუსეთმა გუშინ ბელორუსია-უკრაინის საზღვართან სამხედრო საველე ჰოსპიტალიც განათავსა, რაც ასევე, უკრაინაზე თავდასხმის მანიშნებელია.