ხისტი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ ვაპირებთ - მდინარაძე რუსეთ-უკრიანის ომზე

12.02.22 17:25
ხისტი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ ვაპირებთ - მდინარაძე რუსეთ-უკრიანის ომზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის მოსალოდნელ ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ხისტი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ გეგმავს. მისი თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორებთან არის შეთანხმებული. 

ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ ჩენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში და აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ, რეზოლუციის არ იყოს... დანარჩენი ყველას აქვს მოლოდინი, რომ რაღაც რადიკალური და ხისტი უნდა გავაკეთოთ და ამას არავინ აპირებს. საგარეო უწყება ყველა საჭირო ღონისძიებებს ჩაატარებს შესაბამისად, ისე, რომ რისკების მინიმალიზებაზე იყოს საუბარი და არ შევქმნათ დამატებითი ნარატივები, რაც არ წაადგება არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქეს, - განაცხადა მდინარაძემ.