"ოცნების" დასაქმების ბიურო - მთავრობის წევრებმა ნათესავები საჯარო სამსახურებში ფიქტიურად გააფორმეს
საქართველოს მთავრობის წევრები ნათესავებს და ახლობლებს საჯარო სამსახურებში ასაქმებს. დასაქმებულ ახლობელთა სია საკმაოდ გრძელია.
ღარიბაშვილის პირადი მცველის ძმა და მამა მერიამ დაასაქმა.ზაზა თოდუა, საქართველოს პრემიერ მინსიტრის უსაფრთხობის სამსახურის უფროსია. თოდუა ღარიბაშვილის სანდო ადამიანია და წლებია უკვე მისი დაცვის სამსახურს ხელმძღანელობს.თოდუას ვაჟი და მამა თბილისის მერიის სპორტულ კომპლექსის თანამშრომლებად გააფომეს.
დოკუმენტებით დგინდება, რომ გლდანის სპორტულ ცენტრში 206 ადამიანია დასაქმებული, რაც წარმოუდგენელი რაოდენობაა. გლდანის სპოერტულ კომპლექსში დასაქმებულთა შორის არიან ღარიბაშვილის დაცვის უფროსის მამა და შვილი, თუმცა ეს ადამიანები სამსახურში არავის უნახავს. ეს ადამიანები სამსახურში ფიქტიურად გააფორმეს. კომპლექსის თანამშრომლებს არც მათი სახელი ეცნობათ და არც თანამდებობა. ფაქტებს თუ მივყვებით პრემიერის დაცვის ოჯახის წევრები სამსახურში საკრებულოს წევრმა და კომპლექსის ყოფილმა დირექტორმა გივი ჩხარტიშვილმა დაასაქმა.
თბილისის წყალმომარგაბების კომპანიაში კი თბილისის პირველი ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის დედა მაია შალუტაშვილი დაასაქმეს. ვიცე მერის დედა ამბობს რომ თბილისის წყალმომარაგების კომპანიაში არ მუშაობს, თუმცა "შაბათის ეთერის" დადასტურებული ინფორმაციით ის ამ უწყებიდან ხელფასს იღებს.
კახი კალაძის კიდევ ერთი მოადგილის ირაკლი ბენდელინის მამათ ბილსის საკრებულოში, სამეურნეო განყოფილების უფროსად დაასაქმეს.