წყაროებმა რუსეთიდან და ბელარუსიდან დაგვარწმუნეს, რომ უკრაინაში არ შეიჭრებიან - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
წყაროებმა რუსეთიდან და ბელარუსიდან დაარწმუნეს თურქეთი, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლმა CNN Turk-თან ისაუბრა.
დასავლური მედია იტყობინებოდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიჭრას. აშშ ამბობს, რომ შეიძლება მალე ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. წყაროებმა რუსეთიდან და ბელარუსიდან, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, უარყვეს ეს. ჩვენ ყურადღება დაძაბულობის განმუხტვაზე უნდა გავამახვილოთ. რუსეთი და NATO საუბრობენ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. არაგონივრული იქნება იმის მოლოდინი, რომ ყველა საკითხი 1-2 წერილით გადაწყდება და არასწორი იქნება რუსეთის მიერ ამგვარი შეჭრის მცდელობა, სანამ ეს პროცესი გრძელდება" - განაცხადა ჩავუშოღლუმ.