სანქციები, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გამოიყენებენ, ოფიციალური მოსკოვისთვის ძალიან მტკივნეული იქნება -კულება
სანქციები, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გამოიყენებენ, ოფიციალური მოსკოვისთვის ძალიან მტკივნეული იქნება - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა 2014 წლის შემდეგ უძლიერეს ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო პოზიციაზეა და მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის.
ირკვევა, ისიც, რომ მომავალ კვირას კიდევ გაგრძელდება უცხოელი მაღალჩინოსნებისა და მსოფლიო ლიდერების ინტენსიური ვიზიტები უკრაინაში.
"გერმანიის კანცლერი, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ. სატელეფონო საუბრები ყოველდღიურად მიმდინარეობს", - განაცხადა მინისტრმა.