სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის
სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"რისკების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს"- ნაათქვამია ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, კოვიდინფიცირებულია. ბოლოს მთავრობის მეთაური საჯარო სივრცეში სამების საკათედრო ტაძარში გამოჩნდა, როდესაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე პრეზიდენტთან ერთად მივიდა.