ბათუმი საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევს - ენმ-მ კანდიდატად გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი დაასახელა

13.02.22 11:59
ბათუმი საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევს - ენმ-მ კანდიდატად გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი დაასახელა

2 აპრილს ქვეყანაში შუალედური არჩევნები გაიმართება. ბათუმი საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევს. ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატად გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი დაასახელა. 

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მათე ფუტკარაძე გამარჯვებას მოიპოვებს.

ყველამ უნდა ვიცოდეთ,რომ 2 აპრილს დადასტურდება იმარჯვებს თუ არა სიკეთე ბოროტებაზე. ეს არჩეევნები გაცილებით დიდი არჩევნებია, ვიდრე მაჟორიტარული, რიგითი არჩევნები“, - განაცხადა.