ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოგვარებული გვაქვს - ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა ტანამდებობა დატოვა

14.02.22 00:52
ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოგვარებული გვაქვს - ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა ტანამდებობა დატოვა

ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა - მანამდე თემო ხასიამ დმანისში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით Facebook-ზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა:

"ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს"

მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, საჯარო მოხელემ  პოსტი წაშალა: 

"მეგობრებო, ბოდიშს ვიხდი უხერხული ხუმრობისთვის. გაუცნობიერებლად მომივიდა. იმედია სწორად გამიგებთ".

რამდენიმე საათში, ხასიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებაც გაავრცელა ფეისბუქპოსტი. საბოლოოდ, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის გადამდგარმა დირექტორმა ფეისბუკი საერთოდ გააუქმა.