ნახევარი მილიონი ანზორ ჩუბინიძის არყის ქარხნისთვის - ოპოზიცია შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ივანიშვილის ხელს ხედავს

14.02.22 11:41
ნახევარი მილიონი ანზორ ჩუბინიძის არყის ქარხნისთვის - ოპოზიცია შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ივანიშვილის ხელს ხედავს

ნახევარი მილიონი ანზორ ჩუბინიძის არყის ქარხნისთვის - ოპოზიცია შესაძლო კორუფციულ გარიგებაშ ივანიშილის ხელს ხედავს.  "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მის ახლო გარემოცვას ფულს არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ უკვე  სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდის. 

მორღვეულია მთლიანად ანტიკორუფციული სისტემა, სადაც არავინ კითხვებს ამ ადამიანებს, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მდიდრდებიან ძალიან საეჭვოდ, ისე, რომ ეს ხალხი თავს ვალდებულებადაც კი არ თვლის, რომ პასუხი გასცეს საზოგადოებას. ამ წლებში ივანიშვილმა ჩამოაყალიბა სისტემა, სადაც მისი უახლოესი გარემოს წევრებს უკვე ფულს თავად კი არ უხდის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს და ის, რომ ეს ადამიანები ღებულობენ ასეულობით ათას ლარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არის სწორედ ივანიშვილისგან წამოსული მწვანე შუქის დამსახურება, - თქვა საბა ბუაძემ.

ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის გამდიდრებაში ივანიშვილს ხელს ხედავენ ენმ-შიც. 

წარმოუდგენელია დღევანდელ რეალობაში ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე თურმე არაფერ კავშირში რომ არ არის ბიძინა ივანიშვილთან ის, რომ მისი ოჯახის წევრი ერთბაშად ხდება მილიონერი, რომ ერთი მეორეს მიყოლებით, თან სხვათაშორის, იმ წლებში, როცა პანდემია დაიწყო ქვეყანაში კიდევ უფრო სწრაფად მოხდა ამ ქონებების მიტაცება და ფაქტობრივად, მილიონრად ჩამოყალიბდა მისი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ფიქტიურად აქვს გაფორმებული ეს ქონებები და ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას ანზორ ჩუბინიძე და მისი გავლენები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ამდენ ქონებას დააგროვებდა  და ვერც ვერანაირ სახელმწიფო გრანტს მიიღებდა, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ანზორ ჩუბინიძეს მილიონიანი სპირტის ბიზნესის აშენებაში სახელმწიფო დაეხმარა და ნახევარი მილიონი მას საქართველოს მთავრობამ მისცა. "შაბათის ეთერმა" ანზორ ჩუბინიძის ოჯახის კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული დოკუმენტები გაასაჯაროვა.

ანზორ ჩუბინიძის საწარმო, დოკუმენტებით ანზორ ჩუბინიძეს არ ეკუთვნის. ბიზნესი სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, 24 წლის ქალიშვილზეა გაფორმებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცმეებით, კომპანია "ზაქარო დისტილერის" წილის 50 % წილს მარიამ ჩუბინიძე ფლობს. ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის ოჯახის კომპანიამ, მცხეთაში ახალადაშენებულ საწარმოში არყის წარმოება უნდა დაიწყოს.