ფარული მოსმენების სკანდალი გრძელდება - საქართველოს პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლესაც უსმენდა
ფარული მოსმენების სკანდალი გრძელდება - საქართველოს პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლესაც უსმენდა. ზვიად ქორიძის საქმეში აღმოჩენილია ირინა იმერლიშვილის ჩანაწერი.
მოსამართლე ირინა იმერლიშვილის ჩანაწერს არანაირი შეხება არ გააჩნია საქმესთან, რომელსაც პროკურატურა იძიებს. უცნობია, რისთვის სჭირდებოდა ის საქართველოს პროკურატურას და რატომ არ გაანადგურა აუდიო მასალები, რომელიც სხვაადსხა პირის პერსონალურ ინფრომაციას შეიცავს.
"საერთაშორიოს გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინტერესებს ორგანიზაცია დაიცავს.
ჩვენ ყველა სამართლებრივ ზომას მივმართავთ. თუ კი შესაძლებლობა გვაენება, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ამ მექანიზმს გამოვიყენებთ. ისინი არა მხოლოდ უკანონოდ ინახავენ, არამედ ისეც ვერ ინახავენ, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს რა ხდება იქ.
ჩემთვის გასაკვირია, ამ საქმით რატომ არ ინტერესდება საქართველოს პარლამენტი. იმიტომ რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არავინ არ არის ვინც ამაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს და რამეს გააკეთებს. მგონია, ერთადერთი მექანიზმი, პარლამენტი დაგვრჩენია, სადაც, გვყავს ოპოზიცია, სადაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით კითხვები დასვან.
მგონია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ის ინსტიტუტი, რომელიც ჯერ-ჯერობით გაუქმენული არ არის და მათ შესწევთ, გარკვეული ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, აქვს თუ არა შესაძლებლობა სამართალდამცავ უწყებებს, რომ ბოროტადდ გამოიყენოს ეს უწყება სახელმიწო ინსპექტორის სამსახურის გვერდის ავლით"- აცხადებს გიგაური.
ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე მოსმენის ობიექტი იყო, "შაბათის ეთერმა" გაარკვია. მოსმენაზე ჩართვის გადაწყვეტილებას ხელს მოსამართლე რომან ხორავა აწერს. განჩინების მიხედვით, გადაწყვეტილება მოსამართლემ ზეპირი მოსმენით მიიღო. შუამდგომლობის ავტორი ირაკლი შოთაძეა. მარგველაშვილის გარემოცვას შოთაძის ბრძანებით 2017-2018 წლებში უსმენდნენ.