"თელმიკოს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს

14.02.22 12:34
"თელმიკოს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს

"თელმიკოს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სახდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, დარღვევების შემთხვევაში მთავრობა მკაცრ რეაგირებას მოახდენს.

ბოლო რამდენიმე კვირაა ჩვენი თანამოქალაქეები იღებენ არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს, რაც დამატებითი სპეკულაციის საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და გააკეთა განმარტება, რომ სემეკის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელასისა“ და „თელმიკოს“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება და მინდა დავავალო ლაშა ხუციშვილს, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პირობებში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გონიერ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგები“, - მიმართა პრემიერმა ფინანსთა მინისტრს.