მიხეილ სააკაშვილს ციხეში პაემნების უფლება შეუზღუდეს

14.02.22 12:48
მიხეილ სააკაშვილს ციხეში პაემნების უფლება შეუზღუდეს

მიხეილ სააკაშვილს ციხეში პაემნების უფლება შეუზღუდეს. დაპატიმრებული პრეზიდენტი ოჯახის წევრებს თვეში მხოლოდ ერთხელ ნახავს. შეზღუდვის მიზეზებს პენიტენციური სამსახური ჯერჯერობით არ განმარტავს.

ექსპრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მოინახულა. მისი თქმით, ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის იზლაციაში მოქცევას და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობს.

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ საკაშვილი ცნო დაზარალებულად, რის საპასახუდაც ხელისუფლებამ გადადგა ახალი რეპრესიული ნაბიჯი და ნაცვლად იმისა, რომ ამ გამოწვევას უპასუხოს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, მან განუცხადეს, რომ კუთვნილი პაემნის უფლებით ის ვერ ისარგებლებს და თეშ მხოლოდ ერთხელ ექნება შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრს, რაც არის პატიმრობის კოდექსის უხეში დარღვევა, - თქვა ბექა ბასილაია. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატმარია და "ქართული ოცნება" მისთის დისკომფორტის შექმნას ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს.

პრეზიდენტ სააკაშვილს პატიმრობის დღიდან არ ეძლევა სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება და ეს უკვე სერიოზული დარღევაა. პრეზიდენტ სააკაშვილს არ ეძლევა ექიმებთან შეხვედრის შესაძლებლობა და ამ მიმართულებით სერიოზული დისკომფორტი აქვს მის ჯანმრთელობას და დაფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ახლა ვნახეთ, რომ კიდევ ერთი შეზღუდვა მოუფიქრეს იმისთვის, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო მძმე მდგომარეობაშ ამყოფონ. ეს გადაწყვეტილებაც არის პოლიტიკური მის წინააღმდეგ და ემსახურება პრეზიდენტ სააკაშვილის დასჯას, იმიტომ, რომ რუსი ოლიგარქი ვერ იტანს მოწინააღმდეგეს, ოპონენტს, რომელსაც რეალურობაშ ამ ქვეყანაშ ცვლილებები შეუძლია, - ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.