არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა - მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

14.02.22 13:41
არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა - მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

პაემნების უფლების შეზღუდვა - საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილებაც უკრაინის პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეებს დაემატება: 

ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება.

რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე. მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს." წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილს ციხეში პაემნების უფლება შეუზღუდეს. დაპატიმრებული პრეზიდენტი ოჯახის წევრებს თვეში მხოლოდ ერთხელ ნახავს. შეზღუდვის მიზეზებს პენიტენციური სამსახური ჯერჯერობით არ განმარტავს.

ექსპრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მოინახულა. მისი თქმით, ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის იზლაციაში მოქცევას და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობს.