ხოშტარია, ჯაფარიძე, ნათელაშვილი - მანდატების შეჩერებაზე "ოცნება" დღეს იმსჯელებს

14.02.22 15:23
ხოშტარია, ჯაფარიძე, ნათელაშვილი - მანდატების შეჩერებაზე "ოცნება" დღეს იმსჯელებს

შეუჩერებს თუ არა"ოცნება" სამ ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატს -  პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება. "ქართულმა ოცნებამ" უნდა იმსჯელოს შეუწყვიტავს თუ არა საპარლამენტო უფლებამოსილებას "დროას", "ლელოს" და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებს. 

მმართველი გუნდი ბადრი ჯაფარიძისთვის  მანდატის ჩამორთევას  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამო აპირებს, ხოლო ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილს "ქართული ოცნება" სხდომების გაცდენების გამო სჯის.

პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიაში აღნიშულ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ არის და გადაწყვეტილებას სხდომაზე მიიღებენ. 

ორჯერ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ადამიანებისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაბამისი განცხადებები, აცდენდნენ სხდომებს. დღეს მესამედ განიხილება სამ დეპუტატთან დაკავშირებით ასეთი საკითხი. საღამოს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,მანამდე კონკრეტული კომენტარის გაკეთება გაგვიჭირდება, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თვამდჯომარე ანრი ოხანაშვილი ირწმუნება, რომ გუნდში გაადწყვეტილება არა ვიწრო პარტიული ინტერესიდან გამომდინარე, არამედ კონსტიტუციაზე დაყრდნობით იქნება მიღებული.

ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვიხელმძღვანელებთ არა ვიწრო პარტიული ინტერესით, არამედ აქ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ კონსტიტუციური-სამართლებრივი არგუმენტით. აქ არის ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი და ის სამართლებრივი ლოგიკა, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ უნდა მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, - თქვა ოხანაშვილმა. 

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მადნატის შეჩერება იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას განაგრძობს.