პოლიტიკური კრიზისი ღარმავდება - დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში

14.02.22 15:20
პოლიტიკური კრიზისი ღარმავდება - დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში

ხმაური ზუგდიდის საკრებულოში -  „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს ენმ-სთან ალიანსში ადანაშაულებენ. მმართველი პარტიის მხრიდან იერიში მას შემდეგ გახშირდა, რაც ზუგდიდში ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ზუგდიდში ოპოზიციონერი თავმდჯომარე უნდა ჰყავდეს. 

რაც შეეხება ბოლო ინფორმაციას, რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატებმა კენჭი საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთადერთ კანდიდატს, პარტია „საქართველოს" წევრს გიგა ფარულავას უნდა უყარონ.

პროცესში მონაწილეობაზე "ქართულმა ოცნებამ" უარი განაცხადა, თუმცა ისინი დარბაზში რჩებიან.

სხდომას ესწრება გარდაცვლილი პედაგოგის, ია კერძაიას შვილიც.

გიორგი გახარიას სახელს უკავშირდება დედაჩენის გარდაცვალება - თქვა ბაჩანა შენგელიამ. 

ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერის ამ განცხადებას საკრებულოში, მედიასთან უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ. მისი თქმით, ამ საქმეზე გახარიას პასუხისმგებლობას არავინ აცილებს, დეპუტატი ამბობს, გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ იყო, თუმცა პარტია ზუგდიდელების ინტერესის გათვალისწინებით ხელმძღვანელობს. 

ზუგდიდის საკრებულოში "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტი წევრი ჰყავთ,  გადამწყვეტ ხმებს ექსპრემიერის პარტია "საქართველოსთვის" ფლობს.