გადაწყვეტილება მიღებულია - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა
გადაწყვეტილება მიღებულია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა 25-მა დეპუტატმა მათ შორის ენმ-ის წევრებმაც მიიღეს. "ქართულ ოცნებას" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სხდომას ესწრებოდა.
კენჭისყრამდე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც - "ქართული ოცნება" ენმ-სა და გახარის გუნდს თანამშრომლობაში ადანაშაულებს.