სირცხვილია - კობა ლეთოდიანის შვილი ზუგდიდის საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდა

14.02.22 17:43
სირცხვილია - კობა ლეთოდიანის შვილი ზუგდიდის საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდა

ზუგდიდის საკრებულოში ხმაური მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც თავმჯდომარედ გიგა ფარულავა აირჩიეს. გახარიას "დროას" წარმომადგენელი და 20 ივნისის მოვლენებისას დაშავებული კობა ლეთოდიანის შვილი დაუპირისპირდა. 

მისი თქმით, ზუგდიდის საკრებულოში მოხდა კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტი.

ამ ადამიანების სირცხვილია, და ვწუხვარ მათ გამო რომ, პრინციპებს გადააბიჯეს და თქვენ საკრებულოს თავმჯდომარედ აგირჩიეს. "- თქვა ნათია ლეთოდიანმა.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა 25-მა დეპუტატმა მათ შორის ენმ-ის წევრებმაც მიიღეს. "ქართულ ოცნებას" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სხდომას ესწრებოდა.

კენჭისყრამდე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც - "ქართული ოცნება" ენმ-სა და გახარის გუნდს თანამშრომლობაში ადანაშაულებს.