უარი ოპოზიციას - თავდაცვის კომიტეტი პარლამენტში ლილუაშვილის მიწვევას არ აპირებს

14.02.22 17:52
უარი ოპოზიციას - თავდაცვის კომიტეტი პარლამენტში ლილუაშვილის მიწვევას არ აპირებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი აცხადებს,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილის მოწვევას არ აპირებს. განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია ავრცელებენ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის განცხადებით, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას.

"თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოწვევას არ აპირებს. პირველყოვლისა იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ და მეორე, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის მიერ და არა ნაციონალური მოძრაობის გემოვნების და დღის წესრიგის საფუძველზე. სამსახურს სათავეში უდგას პატრიოტი, მაღალი კვალიფიკაციის ღირსეული პროფესიონალი, რომლის ხელმძღვანელობითაც უწყება ეფექტიანად საქმიანობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შიდა თუ გარე საფრთხეების პრევენციის და ნეიტრალიზაციის თვალსაზრისით. სწორედ ეს არ არის თავსებადი მავნებლების დღის წესრიგთან, რაც იწვევს მათ არაადეკვატურ ნაბიჯებს", - წერია განცხადებაში.

 გრიგოლ ლილუაშვილს ფარული მოსმენებისა და ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პარლამენტში ენმ იბარებს.

მსგავსი სიახლეები