ევროპელ პენსიონერებს ფულს მოტყუებით სძალავენ - ვინ დგას თაღლითური ქოლ-ცენტრების უკან
თაღლითური ქოლ-ცენტრები საქართველოში - ევროპელ პენსიონერებს ფულს მოტყუებით სძალავენ. ირკვევა, რომ სპეციალურად შექმნილი ოფისებიდან ევროკავშირის ასაკოვან მოქალაქეებს უკავშირდებიან და ფინანსური სარგებლის მიღების პირობით თანხებს არიცხინებენ. კონკრეტულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კი აღნიშნული კომპანიები ქრებიან.
ოპოზიცია და ხელისუფლება თაღლითური ქოლ- ცენტრების მფარველობას ერთმანეთს აბრალებს. ნაციონალური მოძრაობა დღეს ევროკავშირის საელჩოებს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც დასახელებული იქნება ფაქტები, რომლის მიხედვითაც ამ შავ ბიზნესს "ქართული ოცნება" მფარველობს.
"ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი, ლილუაშვილი და ბიძინა ივანიშილის დეიდაშვილიც ერთ წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარამდე შავ ფულს გამოიმუშავებდნენ. ამასობაში, ამ თანხებს წინასაარჩევნოდ იყენებდნენ ზონდერების და პროვოკატორების მომსასყიდად საარჩევნო უბნებზე. მე დღეს ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ჩავაყენებ საქმის კურსში ოფიციალური წერილით. ასევე ჩვენ დღს ვითხოვთ გრიგოლ ლილუაშვილის მოსვლას პარლამენტში, - განაცხადა ხაბეიშილმა.
აღნიშნულ თემაზე დილიდან პრემიერმაც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშილის თქმით, თაღლითურის სქემა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შექმნეს და ახალი სკანდალის აგორების შემდეგ ცდილობენ ხელისუფლებას გადააბრალონ. პრემიერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფის შექმნას სთხოვს.
მე ვთხოვე ბატონ ლაშას, რომ იგივე საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომელიც შეისწავლის ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას ქვეყანაშ. ბევრნაირი ქოლ-ცენტრები არსებობს ქვეყანაში, მაგრამ თუ ეს საქმიანობა სცდება კნონიერებას, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებაა საჭირო. მე არ მინდა კონკრეტული გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულები ჩემი ინფორმაციით, ამის თაობაზე გამოძებას აქვს ინფორმაცია. ისინი იყვნენ ჩართლები და ვინაიდან სახელმწიფომ გამოავლინა მათი დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურიძიების მიზნით სხვებზე გადაბრალება, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.