მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებისთვის 521 მილიონი დახარჯა
მხოლოდ 2026 წელს 9 თვეში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებს ხელფასის სახით 521 მილიონი ლარი გადაუხადა. ამ მონაცემებს 2025 წლის იგივე პერიოდს თუ შევადარებთ, 46 მილიონი ლარით მეტი გამოდის. იურისტები ფიქრობენ, რომ თითოეული შტატგარეშე თანამშრომლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს, რადგან არსებოს ეჭვი, რომ უკონკურსოდ საჯარო სამსახურში ძირითადად პარტიული აქტივისტები ან ჩინოვნიკებვის ახლობლები არიან დასაქმებულები და ხარჯებიც ამიტომ იბერება.
ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, მივხვდებით რომ სახელმწიფო უწყებებში დასქმებული შტატგარეშეე პირების ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის. შტატგარეშე თანამშრომლები ხშირად აყვანილი არიან მოკლევადიანი, რამდენიმეთვიანი პროექტების ფარგლებში, რას აკეთებენ და რაში იღებენ ხელფასს გამჭვირვალე არ არის.
მესამე სექტორი ხშირად მიუთითებს , რომ შტატგარეშე თანამშრომლების აყვანა მკვეთრად იზრდება საარჩევნო პერიოდში. მათი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ასაქმებენ ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერებს რომლებიც მმართველ პარტიას არჩევნებზე ხმების მობილიზებაში ეხმარებიან.