ფოთში საკანალიზაციო მილში, გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, დედა დანაშაულს აღიარებს
"პირველების" ინფორმაციით, ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის 27 წლის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალი დააკავეს, თუმცა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
ფოთში საკანალიზაციო მილში, გარდაცვლილი ახალშობილი გუშინ იპოვეს - "პირველების" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს გუშინ მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ. არსებული ინფორმაციით, 27 წლის დედამ აღიარა რომ შვილი მოკლა.
ჩვილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ იპოვეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.
რამდნმე საათის დაბადებული ბავში გაგუდული იყო და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.