თავისუფლება მიშას, ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას - ენმ-ს საგანგებო განცხადება

15.02.22 11:06
თავისუფლება მიშას, ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას - ენმ-ს საგანგებო განცხადება

ქართული ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას -  ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. რითაც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც აპირებს, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში საპარლამენტო მანდატი ჩამოართვას ოპოზიციონერ დეპუტატებს. 

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ივანიშვილს აქვს მცდელობა, დაასუსტოს ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ყველგან, რადგან ოპოზიციის გამარჯვების ეშინია.

ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც, „ოცნება“ სჩადის ამ წვრილმან თაღლითობას და ქურდობას, არის ის, რომ ნამდვილად ეშინიათ საგამოძიებო კომისიის, რომელიც უახლოეს დღეებში შემდეგ სესიაზე უნდა შექმნილიყო საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში.

ჩვენ არა ერთხელ, კოლეგებთან ერთად, მათ შორის ბადრი ჯაფარიძესთან, შალვა ნათელაშვილთან ერთად, რომელიც აპირებდა პარლამენტში შემოსვლას, არა ერთხელ ვთქვით, რომ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის ინიციატივას, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის და ღირსებაშემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ამ კომისიის შექმნამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მანდატები ჩამოართვას ბადრი ჯაფარიძეს, რომლის მიმართაც ძალიან დიდი ხანია, ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩვენ, ჩვენი პარტია და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ მივიჩნევთ, რომ ამ მანდატის ჩამორთმევა ნიშნავს გაგრძელებას ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების და ასევე შალვა ნათელაშვილს, რომელიც რეალურად მზად იყო თავისი პარტიის ინტერესები წარმოადგინა პარლამენტში. მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“, არავითარ შემთხვევაში, საქართველოში, არა მხოლოდ ამ წარმომადგენლობით ორგანოში, არამედ ნებისმიერ ქალაქში, ქართული ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფრაქციის წევრებს საგანგებო გრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მასიურები ეცვათ. 

ხელისუფლება ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

დეკანოიძის განცხადებით,  მანდატები, რომლებიც ჩამოერთმევათ ოპოზიციონერ დეპუტატებს, უნდა შეივსოს გახსნილი პარტიული სიებით.