ქართული ოცნება ძალიან გაბლატავებულია - იაგო ხვიჩია

15.02.22 12:34
ქართული ოცნება ძალიან გაბლატავებულია - იაგო ხვიჩია

არავის აქვს უფლება დეპუტატს მანდატი ჩამოართვას, რადგან მას ეს მანდატი არა დეპუტატებმა, არამედ ამომრჩეველმა მისცა - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

მეტიც, მისი თქმით, "არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" არის მოღონიერებული და ძალიან "გაბლატავებული", რაც ცუდ ქცევაში გამოიხატება". 

ხვიჩია ამბობს, რომ "ლელოს" ლიდერის, ბარდი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვება ერთ-ერთი ასეთი ცუდი ქცევაა. რაც შეეხება "ლეიბორისტების" ლიდერს, შალვა ნათელაშვილის, პოლიტიკოსის თქმით "ნათელაშვილი წელიწადნახევარია პოლიტიკური „შატალოთია“ დაკავებული, მაგრამ  მისი ამომრჩეველი ღირსია უსმინოს მას 3 წელი". 

ჩვენი უფლება არ არის აქედან გავრიცხოთ ნათელაშვილი. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ის ნასამართლევიც კი არ არის, არც კი მისცემია სასამართლოში საშუალება იმ საკითხებზე ემსჯელა რაზეც გაამტყუნეს, ამ თემას არ მოჰყოლია არანაირი შეზღუდვა, მისი არც ერთი უფლება არ შეზღუდულა და ამ დროს ჩვენ პარლამენტიდან ვუშვებთ, ჩემი აზრით, ეს არის არასწორი ქმედება ამ ქვეყნის და მისი პარლამენტარიზმის წინაშე. რა შეიძლება იყოს ამის ზუსტი მოტივი, შეიძლება ამაზე ვიმარჩიელოთ, მაგრამ ზოგადი სურათი არის ის, რომ არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" არის მოღონიერებული და ძალიან "გაბლატავებული", რაც ცუდ ქცევებში გამოიხატება, ბადრი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვება ერთ-ერთი ასეთი ცუდი ქცევაა ჩემი აზრით,"- განაცხადა ხვიჩიამ.

"ქართული ოცნება" ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტისთვის ემზადება.