კოლეგებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭიროთ - ოპოზიცია ოცნებას
შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი - ოპოზიცია უმრავლესობას მიმართავს, ოპოზიციონერი კოლეგებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირონ.
როგორც ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება.
დეკანოიძის მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარეს იგოვე მოთხოვნით მიმართა "ლელოს" წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმაც.
ბადრი ჯაფარიძესა და ბატონ შალვა ნათელაშვილს საქართველოს მოქალაქეებმა მიანიჭეს მანდატი. უფლებამოსილების შეწყვეტა კიდევ ერთი დარტყმა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. მოგიწოდეთ, ეს საკითხი დღეს განსახილველად არ გამოიტანოთ საქართველოს პარლამენტის სასესიო სხდომაზე, ვინაიდან „ლელოს“ და ფრაქციის თავმჯდომარეს, ბატონ ბადრი ჯაფარიძეს, იგივე ლეიბორისტულ პარტიას, ვინმეს მოგვწონს, არ მოგვწონს, საქართველოს მოქალაქეებმა მიანიჭეს მანდატი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს, რამდენად მძიმე იქნება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საბოლოოდ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს პარლამენტის 70-ე სხდომა და იმ დეპუტატთაგან ორს, ვისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზეც უნდა იმსჯელონ, 70-ვე სხდომა გაცდენილი აქვს.
„ეს არის უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტის, როგორიც არის პარლამენტი და ასევე, რა თქმა უნდა, საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობა. ეს საკითხი მათ თავის ამომრჩეველთან უნდა გაარკვიონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობილია, რომ „ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს შალვა ნათელაშვილისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და ელენე ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.