"სტრატეგია აღმაშენებელმა" პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი ჩამოაყალიბა
"სტრატეგია აღმაშენებელმა" პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი ჩამოაყალიბა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ცენტრი პენსიონერებს, დევნილებს და სოციალურად დაუცველებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
ქვეყანაში ძალიან დიდი უსამართლობაა პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, უმუშევრად დარჩენილების მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი. ნებისმიერ პენსიონერს, დევნილს, სოციალურად დაუცველს შეუძლია, დარეკოს და ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს"- თქვა ვაშაძემ და სხდომათა დარბაზში დახმარების ცენტრის ტელეფონის ნომრები გამოფინა: 558 262 845; 598 18 77 79;