არანაირი წამება, ეს იყო აფიორა - ზარქუა სააკაშვილის წამების საქმეზე

15.02.22 13:29
არანაირი წამება, ეს იყო აფიორა - ზარქუა სააკაშვილის წამების  საქმეზე

"არანაირი წამება, ეს იყო აფიორა", - "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პარლამენტში სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე კომისიის შექმნას მიესალმება. ზარქუას თქმით, კომისიამ უნდა დაადგინოს, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ არავითარი წამება არ განხორციელებულა და ეს ყველაფერი მხოლოდ აფიორა იყო. 

ჩვენ ვართ 84 დეპუტატი უმრავლესობიდან, 60-ზე მეტი არიან ოპოზიციაში. თავისი კოლეგები დაარწმუნონ, 50 კაცია საჭირო და შექმნან. მე პირადად მგონია, რომ უნდა შექმნან და დაანახონ რასთან გვაქვს საქმე, არანაირი წამება, ეს იყო აფიორა", - თქვა ზარქუა. 

შექმნის შემთხვევაში დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტები უნდა შეისწავლოს. კომისიის პრეროგატივა იქნება ასევე, მესამე პრეზიდენტის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება. კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ პარტია "მოქალაქეები", "გირჩი" და "ევროპელი სოციალისტები".