კიდევ ბევრი მოსამართლეა, ვისაც სურს წასვლა - მამუკა ახვლედიანი

06.04.21 17:15
კიდევ ბევრი მოსამართლეა, ვისაც სურს წასვლა - მამუკა ახვლედიანი

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის,მაია სვიანიძის, აშშ-ში წასვლა სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება. მისი ინფორმაციით, ქვეყნიდან წასვლა სხვა მოსამართლეებსაც სურთ. 

ზოგადი განწყობები ვიცი. არ მოსწონდა სიტუაცია. მაია სვიანაძე კლანის წევრი ნამდვილად არ ყოფილა, ჩემი ინფორმაციით, ჩამოყალიბებული მოსამართლე იყო და ნამდვილად უნდოდა, რომ თავისუფალი ყოფილიყო სასამართლო, მაგრამ ამ პირობებში დარწმუნებული ვარ, არამარტო მოსამართლეს, არამედ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლებასაც ფასი დაეკარგა, თუ ვინმეს არ უნდა, რომ გახდეს მურუსიძე-ჩინჩალაძე, სხვა პერსპექტივა არ არსებობს, უბრალოდ, ან უნდა გახდე მათი ნაწილი, ან უნდა მოშორდე, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი მოსამართლეა, ვისაც სურს წასვლა და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, წავიდოდა," - ამბობს მამუკა ახვლედიანი. 

 შეგახსენებთ, რომ უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, მაია სვიანაძემ, შვებულება აიღო, აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა. მალევე ცნობილი გახდა, რომ მან აშშ-ში სამსახურიც დაიწყო. 

თავდაპირველად ინფორმაცია, რომ მოქმედი მოსამართლე შვილთან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და დარჩა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები