მათიკაშვილმა ოპოზიციას "აფერისტები" უწოდა
"ქართული ოცნების"წევრის, დავით მათიკაშვილის თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას "ფეიკ ნიუსების" გამავრცელებელი უწოდა.
მათიკაშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაზარალებულად ცნობის სტატუსის მინიჭებას "ფეიკი" უწოდა.
ადრე, როცა ზედმეტი კეკლუცობის გარეშე ადამიანები საგნებს თავის სახელს არქმევდნენ, ამ მოვლენას მარტივად ერქვა აფერისტობა და ამ ამბის ჩამდენ ადამიანებს ერქვათ აფერისტები. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავს ტყუილების, მანიპულაციების, არარსებულის მოგონების, არსებულის დამახინჯების ხარჯზე ბენეფიტები, სარგებელი მიეღოთ. ეს იყო მათი საქმიანობის ძირითადი არსი. გართულდა ცხოვრება და ამ ბოროტებამაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. 21-ე საუკუნის ყველაზე ნათელი და ცალსახა გამოვლინება ამ ბოროტების არის „ფეიკი“, „ფეიკნიუსი“, „ფეიკინდუსტრია“, რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებენ და ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რომელიც „ფეიკს“ გააჩნია "- თქვა მან.
ადვოკატების თქმით, უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად აღიარა.