ამ ქვეყანას ღირსება უკვე აყარეთ, მზად ხართ თუ არა, საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება - სამადაშვილი "ოცნებას"

15.02.22 15:20
ამ ქვეყანას ღირსება უკვე აყარეთ, მზად ხართ თუ არა, საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება - სამადაშვილი "ოცნებას"

"ქვეყნისთვის ღირსების აყრაა ის რეზოლუცია, რომელიც მმართველმა პარტიამ უკრაინასთან დაკავშირებით მიიღეთ, ისიც რაც  მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება და ღირსების აყრაა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების დავალება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პატრონისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო" - ასე მიმართა ფრაქცია“ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის მოხსნას გეგმავს.

დეპუტატმა მართველი გუნდის წევრებს ღირსება შეახსენა: 

"თქვენ ამ ქვეყანას ღირსება უკვე აყარეთ და დღეს აქ ამ დარბაზში ერთადერთ შეკითხვას უნდა უპასუხოთ, მზად ხართ თუ არა, რომ საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როდესაც სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, წაართმევთ მანდატს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს?"- თქვა მან. 

მეტიც, დეპუტატის თქმით, "ოცნნების"  ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობასაც აიძულებს საკუთარ ღირსებაზე უარი თქვას.