პოლიტიკური „ფეიკ" მართლმსაჯულების აღმასრულებლებად ნუ იქცევით - უსუფაშვილი უმრავლესობას
პოლიტიკური „ფეიკ" მართლმსაჯულების აღმასრულებლებად ნუ იქცევით - ასე მიმართა დავით უსუფაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს, რომლებიც "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტიას აპირებენ.
ამ ორ ღილაკს შორის რომელსაც დღეს ყველამ ხელი უნდა დავაჭიროთ დაახლოებით ოციოდე მილიმეტრია. ისევე როგორც ბოროტებასა და სიკეთეს შორის, სიმართლესა და ტყუილს შორის, სიბნელესა და სინათლეს შორის, 20 მილიმეტრია... პოლიტიკური „ფეიკ" მართლმსაჯულების აღმასრულებლებად ნუ იქცევით. ვიცი, რომ იცით, ჯაფარიძეზე ეს გადაწყვეტილება არასწორია! - თქვა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს "ფეიკ" ბრალდებით ფულის გათეთრებას ედავებოდნენ, რადგან მათ სხვა ვერაფერში ბრალს ვერ დადებდნენ.
პროკურორმა უარი თქვა იმ სხვა მუხლებით ბრალის დადებაზე, რაზეც შემდეგ სასამართლომ საკუთარი განაჩენი დააფუძნა. შეგიძლიათ ეს "ფეიკ" მართლმსაჯულება დაინახოთ, რამაც შვა ის ქაღალდი, რომელსაც განაჩენი ჰქვია და სადაც წერია, რომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავეა იმაში, რაც დანაშაული არ არის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე"- აღნიშნა უსუფაშვილმა.