600 ათასი ლარი ჩინოვნიკების კომფორტისთვის - თბილისის საკრებულო ახალ ავტომობილებს ყიდულობს
თბილისის საკრებულო ახალ ავტომობილებს ყიდულობს. ავტოპარკის განახლებაში ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯება. მმართველი პარტია ავტოპარკის განახლებას საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელებისთვის გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს. საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე დღეს მოხდება.
გიდასტურებთ, რომ მოხდება 14 ერთეული საკრებულოს კუთვნილი ავტომობილის ჩანაცვლება, ეს ნიშნავს იმას, რომ მოძველებული ავტოპარკის განახლება, რაც არის საჭიროება იმისათვის, რომ საკრებულომ განახორციელოს თავის უფლებამოსილება შესაბამისმა კომისიებმა. 14 ერთეული ჯდება 600 ათასი ლარი", - ამბობს გიორგი ტყემალაძე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ავტოპარკის შემცირების ნაცვლად, საკრებულო ფულს არამიზნობრივად ხარჯავს.
საკრებულოს ემსახურება 40 ავტომობილი, რაც არის აბსოლუტურად არასაჭირო და არამიზნობრივი ფლანგვა და ზუსტად ამას ვუპირისპირდებით ჩვენ. ახლა საკრებულოს დაგეგმილი აქვს რომ კიდევ ახლაი ავტომობილი შეიძინოს, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ საკრებულოს ავტოპარკის ეტაპობრივ შემცირებაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაზე ვმუშაობდეთ", - ამბობს "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე.