"ქართულმა ოცნებამ" ჯაფარიძეს, ნათელაშვილსა და ხოშტარიას სადეპუტატო მანდატები შეუწყვიტა
"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური განაჩენი სისრულეში მოიყვანა - სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასთვსა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
ბადრი ჯაფარიძის მანდატის გაუქმებას მხარი 77 -მა დეპუტატმა დაუჭირა, 38 წინააღმდეგი იყო.
შალვა ნათელაშვილის მანდატის გაუქმებას 79-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 28 წინააღმდეგი იყო.
ელენე ხოშტარიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე, კახა კუჭავას რაც შეეხება, მას სადეპუტატო მანდატი შეუწყდა.