82 მომხრე, 2 მოწინააღმდეგე - პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ კალანდარიშვილი აირჩია

15.02.22 18:43
82 მომხრე, 2 მოწინააღმდეგე - პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ კალანდარიშვილი აირჩია

82 მომხრე, 2 მოწინააღმდეგე - პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი დანიშნა.

პარლამენტმა ასევე აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრი – მაია ზარიძე და გია ცაცაშვილ. 

არჩეული პირები თანამდებობას ხუთი წლის ნაცვლად, კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ, რადგან მათ მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერა აქვთ.